- ka
პირდაპირი მითითებები (2025)
პირდაპირი მითითება (ngöndro gyi töpa ტიბეტურად) არის გონების ბუნების უშუალო ჩვენება მასწავლებლის მიერ. ეს ინსტრუქციები ითვლება ძოგჩენის პრაქტიკის საწყისად, რადგან ისინი პრაქტიკოსს საშუალებას აძლევს შე/იცნოს საკუთარი თანდაყოლილი სიფხიზლე/თვითცნობელობა (რიგპა), რომელიც საწყისშივე ცხადია, გამოღვიძებული და სცდება ყველანაირ კონცეპტუალურ ჩარჩოს. გონის ბუნების პირდაპირი მინიშნება არ არის თეორიული ახსნა ან ფილოსოფიური დისკუსია. ეს არის მასწავლებლიდან მოსწავლის მიმართ პირდაპირი გამოცდილებითი გადაცემა, სადაც მასწავლებელი, არა მხოლოდ სიტყვებით, სიმბოლოებით არამე ტელეპათიურად მიუთებს მოსწავლეს საკუთარი გონების ბუნების უშუალოდ დანახვის/ცნობისაკენ. ამის შემდეგ, იწყება ნამდვილი პრაქტიკა. მოსწავლემ უნდა განაგრძოს გონის გამოღვიძებული სიცხადის ცნობა (მასში დამკვიდრება/დასვენება/გახსნა/შერწყმა) ყოველდღიურ ცხოვრებაში, არა მხოლოდ მედიტაციის დროს. ძოგჩენის პრაქტიკის მიზანი ბუნებრივ, არაკონტროლირებულ, თვითგანთავისუფლებულ მდგომარეობაში ყოფნაა ყველა სიტუაციაში, სრულად ინტეგრირებული ყოველდღიურობაში. ეს სწავლებები საიდუმლო იყო საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ ერთეულებს უზიარდებოდათ. * ლამა ლინა თვითსაიდუმლოს' გადმოსცემს. გონის ბუნება თვითსაიდუმლოა რადგან ის ყოველ ცოცხალ არებაშია თანდაყოლილი. მისი განვითარება არ ხდება, არამედ ცნობა/შეცნობა იმის თუ რაც ყოველთვის არის.
* ტრადიციულად, დჰარმის სწავლებები შემოთავაზებულია უფასოდ და სტუდენტები შეწირულობას (დანა) აკეთებენ შესაძლებლობის მიხედვით. თუ ეს სწავლება თქვენთვის სასარგებლო იყო და გაქვთ საშუალება, გთხოვთ, შესწიროთ დანა ბმულით





