- ka
პირდაპირი მითითება (Tso Pema 2024)
რა არის პირადაპირი მითითების ინსტრუქცია (𝐏𝐨𝐢𝐧𝐭𝐢𝐧𝐠 𝐨𝐮𝐭 𝐢𝐧𝐬𝐭𝐫𝐮𝐜𝐭𝐢𝐨𝐧𝐬) ? ძოგჩენის ან მაჰამუდრას სწავლებების მისაღებად, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელი მოსწავლეს საკუთარი გონების ბუნებას აცნობს, პირდაპირი მითითების ინსტრუქციით. პირდაპირი მითითება მოიცავს სიტყვებსა და სიმბოლოებს. ამ ინიციაციის დროს, მასწავლებელი სიტყვებით და ასევე ტელეპათიურად მიუთითებს სტუდენტს საკუთარ თანდაყოლილ ბუდას ბუნებაზე. ტელეპათიური გონიდან-გინში გადაცემა ტიბეტურად ცნობილია როგორც „ვანგი“ (wang). ეს პირდაპირი კავშირი აუცილებელია მოსწავლის წინსვლისთვის. ამის გარეშე მოსწავლის აზროვნებაში შეიძლება გონების ბუნების კონცეპტუალური გაგება გაჩნდეს, რაც უფრო შეაფერხებს მის პრაქტიკას. ისტორიულად, გონების ბუნების პირდაპირი მითითება მხოლოდ პირადად ხდებოდა, როდესაც მასწავლებელი და მოსწავლე ერთსა და იმავე სივრცესა და დროში იმყოფებოდნენ. მაგრამ დღეს, კალი იუგას დროში, რამდენიმე ძოგჩენის ოსტატმა პირდაპირი მითითების ინსტრუქციების ონლაინ (პირდაპირი ეთერით) გადმოცემა დაიწყეს. ეს ექსპერიმენტია და ჯერ კიდევ უნდა ვნახოთ შესაძლებელია თუ არა ამ პირდაპირი კავშირის ასე დისტანციურად გაბმა. კიდევ უფრო სავარაუდოა საკითხი, შესაძლებელია თუ არა ამ კავშირის დამყარება დროის მიღმა (მაგალითად, წინასწარ ჩაწერილი ვიდეოს საშუალებით). ამ ამჟამად, ლამების უმეტესობა ფიქრობს, რომ სულ მცირე სტუდენტი და მასწავლებელი ერთდროულად უნდა მონაწილეობდნენ მითითების ინიციაციაში. (ტექსტი ნათარგმნია ლამა ლინას ინგლისურ-ენოვანი გვერდიდან) ემაჰო!
* ტრადიციულად, დჰარმის სწავლებები შემოთავაზებულია უფასოდ და სტუდენტები შეწირულობას (დანა) აკეთებენ შესაძლებლობის მიხედვით. თუ ეს სწავლება თქვენთვის სასარგებლო იყო და გაქვთ საშუალება, გთხოვთ, შესწიროთ დანა ბმულით





