თავშესაფრის აღება: მნიშვნელობა
ამ მოკლე სწავლებაში ლამა ლინა ნათლად ხსნის გარე, შინაგანი, საიდუმლო და საბოლოო თავშესაფრის ნამდვილ მნიშვნელობას ძოგჩენის ბუდისტურ ტრადიციაში. როდესაც თავშესაფარს ვიღებთ, ჩვენ ვამბობთ: „მე ვიღებ თავშესაფარს ჩემივე გონების თანდაყოლილ, ბუნებრივ, სიცარიელე-სიცხადეში“, ამბობს ლამა ლენა, „და ეს არის მისი ჭეშმარიტი მნიშნელობა. ეს თავშესაფარია. თქვენ არ უერთდებით რაიმე კულტს, სექტას, ან თუნდაც რაიმე „იზმს“. თქვენ აფარებთ თავს ბუდდებს, დროის მიღმა მიმავლებს და ყველაფერს, რაც ამით იქმნება.” ეს სწავლება ჩაიწერა ძოგჩენის ერთ-კვირიანი რითრითის დროს კანადის დჰარმა ცენტრში 2019 წლის 5 აგვისტოს, სანამ სტუდენტების თხოვნით ლამა ლინა თავშესაფრის მიღების ცერემონიას გამართავდა.
* ტრადიციულად, დჰარმის სწავლებები შემოთავაზებულია უფასოდ და სტუდენტები შეწირულობას (დანა) აკეთებენ შესაძლებლობის მიხედვით. თუ ეს სწავლება თქვენთვის სასარგებლო იყო და გაქვთ საშუალება, გთხოვთ, შესწიროთ დანა ბმულით






