4 კეთილშობილური ჭეშმარიტება
ორდინალური ნიუნდრო არის შესავალი პრაქტიკა ბუდისტური სწავლებებისათვის. ის იწყება ოთხი კეთილშობილური ჭეშმარიტებით, რომელიც ადამიანს აფიქრებს ცხოვრების რაობასა და არსზე და გონებას ამზადებს დჰარმული პრაქტიკისათვის. ბუდისტური სწავლებების ეს 4 საწყისი ჭეშმარიტებაა: 1. ადამიანად დაბადების განსაკუთრებულობა, 2. ცხოვრების მარადიული ცვალებადობა, 3. მიზეზ-შედეგობრიობა (კარმა) 4. ტანჯვის მიზეზი. განურჩევლად გამოცდილებისა, ეს სწავლება არის საფუძველი ყველა დჰარმული პრაქტიკის, იქნება ეს მაჰაიანა თუ ტანტრა (ვაჯრაიანა). ლამა ლინა ბუდდას სწავლებას გადმოსცემს ჩვენთვის გასაგებ კონტექსტში და იძლევა მაგალითებს რომელიც თანამედროვე ადამიანისათვის გასაგებია. ეს ვიდეო სწავლება გადმოიცა 2020 წლის 6 აგვისტოს. ახლა გთავაზებთ მის ქართულ თარგმანს.
* ტრადიციულად, დჰარმის სწავლებები შემოთავაზებულია უფასოდ და სტუდენტები შეწირულობას (დანა) აკეთებენ შესაძლებლობის მიხედვით. თუ ეს სწავლება თქვენთვის სასარგებლო იყო და გაქვთ საშუალება, გთხოვთ, შესწიროთ დანა ბმულით






