ვაჯრასატვა იაბ-იუმის პრაქტიკა
ძოგჩენის ტრადიციაში, ვაჯრასატვა არის ყველა ბუდას სიმბოლო და ასევე ძოგჩენის ტრადიციის სათავე. მან დადო აღთქმა რომ ყველა მგრნობელი/ცოცხალი არსება გაეთავისუფლებინა ტანჯვისაგან. მისი საქადელის სიძლიერის გამო, ვინც მას დაინახავს, მის მანტრას იმღერებს - გაასუფთავებს ნეგატიურ კარმას, უგუნურებას და მცდარ კონცეპტუალურ ფიქრებს. ვაჯრასატვას პრაქტიკა, ტიბეტური ბუდიზმის ყველა სულიერი მემკვიდრეობითი ხაზის (სკოლების) მოსამზადებელი პრაქტიკების (ნიუნდროს) ნაწილია. ის ასევე სრულდება ცალკე, როგორც სადჰანა. ქართულად ითარგმნა ლამა ლინას ვიდეო, სადაც ის ხნის ვაჯრასატვა იაბ-იუმის პრაქტიკას (ვაჯრასატვა თავის მეწყვილესთან ვაჯრატოპა, ანუ დორჯე ნიმესთან ერთად კავშირში). ეს გამოსახულება ნიშნავს სიცარიელის ( შუნიატას სიბრძნის) და ბოდჰიჩიტას ერთმანეთთან ზიარს. ლამა ლინა გვასწავლის ამ სადჰანას როგორც კრია იოგას ყოველდღიური პრაქტიკისათვის. კრია იოგას პრაქტიკებისათვის არ არის აუცილებელი ტანტრული ინიციაციის მიღება მასწავლებლისაგან, და სწავლების შემდეგ მისი შესრულება შეგიძლიათ. პრაქტიკის ტექსტი მოითხოვეთ ემაილით rolpagyaltso @ gmail.com
* ტრადიციულად, დჰარმის სწავლებები შემოთავაზებულია უფასოდ და სტუდენტები შეწირულობას (დანა) აკეთებენ შესაძლებლობის მიხედვით. თუ ეს სწავლება თქვენთვის სასარგებლო იყო და გაქვთ საშუალება, გთხოვთ, შესწიროთ დანა ბმულით






