ლამა ლინა მოსწავლეებს უხსნის ტონგლენის პრაქტიკას (tonglen meditation). ტონგლენის მედიტაციის დროს, ტიბეტელები ტრადიციულად დამშეულ მოჩვენებებს ან ჯოჯოხეთის სფეროს (სამყარო/სამეფო/რეალმის) არსებებს წარმოიდგენენ. დასავლეთში აღზრდილ ადამიანებს უჭირთ ასეთი არსებები რეალურად აღიქვან და ემოციურად დაუკავშირდნენ. ამიტომ მათ, უმჯობესია, იმუშავონ ცოცხალ/სულიერ არსებებზე, რომლებსაც თვალით ხედავენ და აღიქვამენ, იქნებიან ესენი ჩიტები, მწერები, თუ ცხოველები. ტონგლენის საკუთარ თავზე გაკეთება არ შეიძლება, სხვა ადამიანზე კი მხოლოდ მისგან ნებართვის მიღების შემდეგ. პრაქტიკის მიზანია სხვა სულიერი არსების ტანჯვის შემსუბუქების მიზნით მათი ტკივილის აღება (შესუნთქვა) და ამით 'საკუთარ თავზე მიჯაჭვულობის' ბუშტის გარღვევა/გახეთქვა, რომელიც გარსივით გვაკრია. ამის შედეგად თქვენი პირვანდელი სინათლის ბუნება ასხივებს და ნათელს ფენს (ლოცავს/არგებს) ყველა სულიერ არსებას სამყაროში. სწავლება ჩაწერილია ცო პემაში, 2019 წლის 31 ოქტომბერს. დანა ლამა ლინა დჰარმას ყოველგვარი საფასურის გარეშე ასწავლის. მას სტუდენტები შემოწირულობის სახით უხდიან მადლობას. შემოწირულობას ტიბეტურად 'დანა' ეწოდება. თუ ლამას სწავლება გამოგეხმაურათ და დაგეხმარათ, გთხოვთ გაუგზავნოთ დანა http://lamalenateachings.com/give-dana/ როგორ დავუკავშირდეთ ლამას? თუ გაინტერესებთ როგორ დაუმოწაფდეთ ან დაუკავშირდეთ ლამას წაიკითხეთ აქ https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid0rQhqgn2jH9mJgXqJQJtiY4TnxnhrAva7gjjtitXnnQpVQek43ZTpsRrjiTUkBGv9l&id=100095563597540
* ტრადიციულად, დჰარმის სწავლებები შემოთავაზებულია უფასოდ და სტუდენტები შეწირულობას (დანა) აკეთებენ შესაძლებლობის მიხედვით. თუ ეს სწავლება თქვენთვის სასარგებლო იყო და გაქვთ საშუალება, გთხოვთ, შესწიროთ დანა ბმულით






