პირდაპირი გადმოცემა ელ პასოდან. გარაბ დორჯეს სამი ძირეული მითითება გონების ბუნებაზე, რომელიც შეიცავს ძოგჩენის სწალების სრულ არსს, ცნობილია უნარით, რომ თანდაყოლილი ბუნენის უშუალო განცდა/ცნობა გამოიწვიოს მათში, ვინც მათ იღებს. ლამა გირჩევთ შეინარჩუნოთ პრაქტიკული სიჩუმე და გააკეთოთ პრაქტიკა მთელი შაბათ-კვირის განმავლობაში. გარაბ დორჯე (Garab Dorje, ტიბეტურად: དགའ་རབ་རྡོ་རྗེ་, ტრანსლიტერაციით: dga’ rab rdo rje) იყო პირველი ადამიანი რომელმაც მიიღო ინიციაცია სუტრის, ტანტრის და ძოგჩენის გზაზე ვაჯრასატვასაგან. ის გახდა ატი-იოგას (ძოგჩენის ანუ უზენაესი სრულყოფილების) მასწავლებელი. მისი სწავლება მიგვითითებს ჩვენივე გონების თანდაყოლილ ბუნებაზე, რომელსაც ბუდა-ბუნებას უწოდებენ. გარაბ დორჯემ სწავლება გადასცა მოსწავლეს მანჯუშრიმიტას, რომელმაც თავის მხრივ ის პადმასამბჰავას გაუზიარა.
* ტრადიციულად, დჰარმის სწავლებები შემოთავაზებულია უფასოდ და სტუდენტები შეწირულობას (დანა) აკეთებენ შესაძლებლობის მიხედვით. თუ ეს სწავლება თქვენთვის სასარგებლო იყო და გაქვთ საშუალება, გთხოვთ, შესწიროთ დანა ბმულით






