მაჰამუდრა
კა(რ)გიუს შტოში მაჰამუდრა გონების ბუნების უშუალო შეცნობისათვის ყველაზე ღრმა და ძლიერ პრაქტიკად ითვლება. როგორც ტერმინი, მაჰამუდრა აღნიშნავს რეალობის ბუნებას. მიუხედავად იმისა, რომ მაჰამუდრა ძოგჩენისაგან განსხვავდება, ამ ორივე გზას პრაქტიკოსები ერთსა და იმავე გონების ბუნების შეცნობამდე მიჰყავთ. ეს სწავლება, ვანგდორ რინპოჩემ, მე-16 კარმაპასაგან პირადად მიიღო; მან ის ლამა ლინას გაუზიარა. ლამა ლინა ამ ვიდეოში ასახავს მაჰამუდრას სრულ გზას, დაწვრილებით ხსნის მის ყველა საფეხურს და გვაძლევს არსებით ინსტრუქციებს მაჰამუდრას მედიტაციაზე. 2021 წლის 7 თებერვალი
* ტრადიციულად, დჰარმის სწავლებები შემოთავაზებულია უფასოდ და სტუდენტები შეწირულობას (დანა) აკეთებენ შესაძლებლობის მიხედვით. თუ ეს სწავლება თქვენთვის სასარგებლო იყო და გაქვთ საშუალება, გთხოვთ, შესწიროთ დანა ბმულით





