სიზმრის ტიბეტური იოგა (Dream Yoga)
სწავლების სამ-ნაწილიან სერიაში ლამა ლინა ხსნის სიზმრის (ტიბეტურ) იოგას. პირველ ნაწილში ლამა გვასწავლის როგორ დავაბალანსოთ ძილის სიღრმის დონე ისე რომ ის ოპტიმალური იყოს იოგას პრაქტიკისათვის. 03:00 ძილის სიღრმის დონე და საძილე საშუალებები 10:10 რა ვქნათ როდესაც ძალიან ღრმად გვძინავს? 20:52 წიგნები სიზმრის იოგაზე 27:24 რა არის სიზმარი? 37:10 როგორ დავიმახსოვროთ სიზმრები? 50:20 კითხვები 1:06:18 ლუციდური/გააზრებული სიზმრები უცხო ტერმინები: კუნჟი ნამში (სანსკ. ālaya vijñāna; ტიბეტურად. ཀུན་གཞི་རྣམ་ཤེས་, kunshyi namshé) ძირეული ცნობიერება (ან ცნობიერების საცავი) - არის ცნობიერების 8 აგრეგატიდან (ტიპიდან) უკანასკნელი, რომელშიც წინა ქმედებების კვალი ინახება, როგორც 'კარმული თესლი', რომელიც მომწიფდება როდესაც შესაფერისი პირობები შეიქმნება. იხილეთ: ბუდიზმი და 8 ტიპის ცნობიერება.
* ტრადიციულად, დჰარმის სწავლებები შემოთავაზებულია უფასოდ და სტუდენტები შეწირულობას (დანა) აკეთებენ შესაძლებლობის მიხედვით. თუ ეს სწავლება თქვენთვის სასარგებლო იყო და გაქვთ საშუალება, გთხოვთ, შესწიროთ დანა ბმულით




